შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ნდს მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო  სამმართველო “კავგვირაბშენი"-ის სამართალმემკვიდრეს. ”კავგვირაბმშენი” შეიქმნა  1987 წელს ტრანსკავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობისათვის და დაექვემდებარა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით სამშენებლო  სამმართველო “კავგვირაბშენი" გარდაიქმნა და დაარსდა შ.პ.ს. “ნდს მშენებლობა".

თავისი არსებობის პერიოდში მაღალკვალიფიცირებული მშენებლობის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კოლექტივმა ააშენა რიგი უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და სასომხეთში.

შ.პ.ს. “ნდს მშენებლობა"-ს ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სამოქალაქო, საცხოვრებელი, სამრეწველო და საავტომობილო გზების მშენებლობა.

დღეისათვის საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ბაზა აეროპორტის დასახლებაში, სპეციალური კომპლექსები მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებისათვის, მძლავრი საგზაო-სამშენებლო მანქანა-მექანიზმები, შესაბამისი აღჭურვილობით საბინაო და სამოქალაქო მშენებლობისათვის.

 
     
 
 
  სიახლეები :: ჩვენს შესახებ :: სერვისი :: აღჭურვილობა :: კონტაქტი