გვირაბმშენებლობა

გვირაბმშენებლობის პრაქტიკაში ერთ-ერთი უნიკალური იყო ტრანსკავკასიის რკინიგზის არხოტის გვირაბის მშენებლობა, რომელიც კვეთს კავკასიონის მთავარ ქედს. გვირაბის  სიგრძე იყო 23690 გრძივი მეტრი, განივი კვეთი – 110 მ2, შესასვლელი კარიბჭის აბსოლუტური ნიშნული – 1400 მ. ზღვის დონიდან.

მშენებლობა დაიწყო საწარმოო-სამრეწველო ბაზების, სამშენებლო მოედნების, ბეტონის ქარხნების, მუშათა დასახლების აგებით, ავტოგზებისა და სხვა კომუნიკაციათა გაყვანით, წყალ და ენერგო მომარაგების ობიექტების მომზადებით.

გაყვანილ იქნა გვირაბის რამდენიმე ასეული მეტრი. სამუშაოები  დროებით დაკონსერვებულია.

საქართველოს სამხედრო გზაზე დაბა ფასანაურთან (ჩოხელთხევი) გაყვანილ იქნა საავტომობილო გვირაბი 110 მ2. განივი კვეთის და 510 გრძ. მეტრის სიგრძით.

სასომხეთში, ცნობილი მიწისძვრის შემდეგ აშენდა ავტოსაგზაო გვირაბი (სპიტაკ-ნალბახდის გვირაბი სიგრძით 2100მ.).

ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტთაგან ერთ-ერთი ორიგინალური აღმოჩნდა ქ. თბილისში მთის რელიეფის გამოყენებით სასმელი წყლის ორი შეწყვილებული მიწისქვეშა რეზერვუარის მშენებლობა, რომელთაგან თითოეულის მოცულობაა 10 000 მ3,  ტრადიციულ, ღია რეზერვუარებთან შედარებით კონსტრუქციის ეკონომიურობამ განაპირობა ქალაქის ძვირადღირებული ტერიტორიის გამოთავისუფლება,  და ამასთან, გაცილებით უფრო მიზანშეწონილი აღმოჩნდა ეკოლოგიური თვალსაზრისით.

საზოგადოებამ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ღია წესით განახორციელა მეტროპოლიტენის მშენებლობა.

 
     
 
 
  სიახლეები :: ჩვენს შესახებ :: სერვისი :: აღჭურვილობა :: კონტაქტი