საგზაო მშენებლობა
თავისი არსებობის მანძილზე შპს ”ნდს მშენებლობა”-მ შეასრულა მნიშვნელოვანი მოცულობის საგზაო-სამშენებლო სამუშაოები.

საზოგადოება შეიარაღებულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საწარმოებლად საჭირო დაზგა-დანადგარებით, მძიმე საგზაო-სამშენებლო მანქანა-მექანიზმებით, აგრეთვე მოწყობილობებით ხელოვნური ნაგებობების ხიდების, მილების, გალერეების, ესტაკადების, აკვედუკების ასაგებად და ა.შ.

ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ სამუშაოები უგზოობის, დასახლებული პუნქტების არარსებობის პირობებში, ძლიერ დასერილ ადგილებში.

ინგუშეთის რესპუბლიკის მაღალმთიან რაიონში, მძიმე სამთო-გეოლოგიურ პირობებში საზოგადოებამ განახორციელა ალკუნი-თარგიმის საავტომობილო გზის მშენებლობა მდ. ასსას ხეობაში.

საქართველოს სამხედრო გზაზე, დაბა ფასანაურთან აშენებულ იქნა საავტომობილო გზა სამი სახიდე გადასასვლელით და  უამრავი საინჟინრო ნაგებობები. ასევე, ჯინვალი-ბარისახოს გზა. ჩატარებულ იქნა ქ. თბილისის სხვადასხვა ქუჩების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

 
     
 
 
  სიახლეები :: ჩვენს შესახებ :: სერვისი :: აღჭურვილობა :: კონტაქტი